საფრანგეთმა თურქეთში უსაფრთხოების მიზნით დიპლომატიური წარმომადგენლობები დახურა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საფრანგეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დახურულია ანკარაში მდებარე საფრანგეთის საელჩო და სტამბოლში გენერალური საკონსულო.
“ანკარაში საფრანგეთის საელჩო ისევე, როგორც გენერალური საკონსულო სტამბოლში, დახურული იქნება ოთხშაბათის, 13 ივლისის 13:00 საათიდან მომდევნო შეტყობინებამდე”, – ნათქვამია საფრანგეთის დიპლომატიური მისიის განცხადებაში.
კომენტარები