რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკური ოპონენტი და საზოგადო მოღვაწე ფეთჰულა გიულენი თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში მისი თანამონაწილეობის საკითხის გამოძიებას საერთაშორისო ორგანიზაციას სთხოვს. გიულენის განმარტებით, თუ მას აღნიშნული მოვლენების ორგანიზებაში ადანაშაულებენ, საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწევს დაამტკიცოს სახელმწიფო გადატრიალებაში მისი თანამონაწილეობა.
“საერთაშორისო ორგანიზაციის ნებისმიერ შედეგეს დავეთანხმები, თუნდაც ეს ტყუილი იყოს, ან ფულის საშუალებით მოსყიდული. ნებისმიერი შედეგი მისაღები იქნება. მხოლოდ ვითხოვ, გამოძიება საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატაროს“, -განაცხადა ფეთჰულა გიულენმა მედიასთან საუბარში.
კომენტარები