საფრანგეთის პრემიერმინისტრი მანუელ ვალსი ქვეყანაში მოსალოდნელი ახალი ტერაქტების შესახებ საუბრობს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
„იქნება ახალი თავდასხმები, ახალი უდანაშაულო მსხვერპლი. ეს არის ჩემი როლი, რომ ამის შესახებ ვუთხრა ფრანგ ხალხს“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა. მისივე თქმით, ახალი ტერაქტების აღკვეთის მიზნით, 15 ათას ადამიანს პოლიცია ადევნებს თვალს. მიმდინარე კვირას ხელისუფლებამ სულ მცირე ორი ტერაქტი აღკვეთა.
კომენტარები