ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 130 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ გაერო-ს ჰუმანიტარულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაერო-ს ცნობით, სტიქიის გამო სულ მცირე 400 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, 100 000-მდე კი უსახლკაროდაა დარჩენილი.
ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობა გადაუდებელმა წვიმამ გამოიწვია. ამჟამად ქვეყანაში მოსახლეობის მობილიზაციაა გამოცხადებული, სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში სამხედროები ჩაერთნენ.
კომენტარები