2012 წლის 5 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე დღეში, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 40-პროცენტიანი წილის მფლობელი შპს “მედია ჯორჯია” გახდა, რომლის დამფუძნებელი და 100-პროცენტიანი წილის მფლობელი დავით კეზერაშვილია.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, “მედია ჯორჯიამ”, რომელიც 3 ოქტომბერს დაფუძნდა, 40-პროცენტიანი წილი ლევან ყარამანიშვილისგან ნახევარ მილიონ დოლარად შეიძინა.
წილის მიყიდვის გადაწყვეტილება პარტნიორთა კრებაზე მიიღეს.
მას შემდეგ რაც არხის 40 პროცენტის წილის მფლობელი დავით კეზერაშვილი გახდა, მან გადაწყვიტა მოლაპარაკება ეწარმოებინა ტელევიზიის დამფუძნებლებთან, დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან.
როგორც დავით დვალმა “გამომძიებელი რეპორტიორი”-სთვის 2015 წლის ნოემბერში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, კეზერაშვილი მას სახლში ესტუმრა, სადაც არხის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდა და დავის შეწვეტა მოითხოვა, რასაც დამფუძნებლები არ დათანხმდნენ.
დვალის თქმით, უარის შემდეგ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განუცხადა, რომ სხვანაირად დაილაპარაკებდნენ.
