შესავალი აზიის ხალხთა დარბაზში – საქართველოს მაგალითი, – აღნიშნული ინფორმაცია, ამერიკის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში, აზიის ხალხთა დარბაზში არსებულ საქართველოს კუთხესთან არის განთავსებული.
როგორც მუზეუმის მიერ შედგენილი ქვეყნის მოკლე დახასიათებიდან ხდება ცნობილი, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებში ნაჩვენებია ახლო აღმოსავლეთის, დასავლეთ და ცენტრალური აზიის რეგიონების კულტურული გავლენა.
გვხვდება ჩანაწერი იმის შესახებაც, რომ საქართველო პოლიტიკურად შეერთებულია რუსეთთან.
“დასავლეთ აზიის მთიანი ჩრდილოეთი ნაწილი გამოყოფს ახლო აღმოსავლეთის უდაბნოებს ცენტრალური, ანუ შიდა აზიის ფართო სტეპებისგან. იქ მცხოვრებ ადამიანებში, როგორც წესი, ნაჩვენებია კულტურული გავლენა სამივე დასახელებული რეგიონიდან.
მაგალითად, საქართველოს მოსახლეობა ქრისტიანია (ახლო აღმოსავლეთის გავლენა); პოლიტიკურად შეუერთდა რუსეთს (შიდა ევრაზია); საუბრობენ ქართულ ენაზე (ძირძველი).
ქართველები ასევე ასახავს ამ დარბაზში არაერთხელ ხაზგასმული გარკვეული თემების ილუსტრირებას:
ქართული იდეოლოგია, ანუ რწმენის სისტემა არის ქრისტიანობა ან ზოგიერთისთვის ისლამი.
რაც შეეხება პოლიტიკას, ავტორიტეტის წყაროს, ქართველები აღიარებენ ქალისა და მამაკაცის თანაბარ პასუხისმგებლობას.
სოციალურ ორგანიზაციაში ისინი მიჰყვებიან ძირითად ქრისტიანულ ოჯახურ სტრუქტურას; ტრადიციულად, კეთილშობილური კლასი მართავდა საზოგადოებას.
ეკონომიკა, საარსებო და ვაჭრობის საფუძველი, ქართველებისთვის ნიშნავდა სოფლის მეურნეობას, მეცხოველეობას და სპეციალურ კულტურებს – მაგალითად, ჩაის.
ქართული ტექნოლოგია, გარემოს ექსპლუატაციის მეთოდები მოიცავდა ლითონის იარაღებს, იყენებდნენ ცხოველურ და წყალს.” – ვკითხულობთ საქართველოს შესახებ მუზეუმის ინფორმაციაში.