ჟურნალისტი მერი მუსელიანი, აფხაზეთის ომის დეტალებს იხსენებს და სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს:
“ექსკლუზივ ნიუსი” სტატუსის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“1993 წელია. ოჩამჩირის ბოლო ღამე. გადავიღეთ ჩვენების მიერ მიტოვებული შტაბი, დაცარიელებული ქუჩები,ცეცხლწაკიდებული სახლები( ქართველები წვავდნენ თავისივე სახლებს,რომ აფხაზები მათ კერაზე ვერ შესულიყვნენ) ეს ღამით,დღისით კი პირველად ვნახე მწკრივში მდგარი ჩვენი ჯარისკაცები.ოჩამჩირეს ტოვებენ გარკვეული შენაერთები,ასეთი ბრძანება აქვთ.,არადა ჯერ კიდევ დღისით ინტერვიუებში,ავთო მარგიანი გვარწმუნებდა სოხუმისკენ უნდა დავიძრათო.
ლოთი ქობალიას ხალხს ერთგვარი კორდონი აქვს გაკეთებული და ჯარისკაცებს იარაღს ართმევენ,სიტყვებით , ჩვენ სოხუმისკენ მივდივართო,არადა იარაღის შეზიდვა დაიწყეს იმ ვერტმფრენში ,რომლითაც ჩვენ ჩამოვფრინდით და რომელიც გია გულუას გამოუგზავნეს მისმა მეგობრებმა ქუთაისიდან.მან მისი საშუალებით გაფრენა სწორედ იმიტომ ვერ მოახერხა ,რომ ლოთი ქობალიამ იარაღის გადაზიდვა დაიწყო ანაკლიაში. მოკლედ ეს დღისით,ღამით კი ჩვეულებრივად დავიძინეთ.პირველი და მეორე არხების გადამღებ ჯგუფებს ოჩამჩირეს სახანძროს უფროსის ოჯახში გვმასპინძლობდნენ.შუაღამით მასპინძელი თავზე დაგვადგა ,ადექით ,აფხაზები შემოდიანო. არც მახსოვს როგორ ჩავიცვი,გარეთ გამმოვარდი და ჩემს თვალწინ ნელ ნელა ოჩამჩირე აალდა,..ეს საშინელება იყო.მასპინძელმა ბოლომდე გვიმასპინძლა,სახანძრო მანქანაში ჩაგვსვა და გამოვუდექით გზას გალისკენ. ოჩამჩირლებს იმის დროც არ ჰქონდათ, რომ სახლიდან რაიმე ნივთი ან თუნდაც სამოსი გამოეტანათ.მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა.გადმოვკვეთეთ ოჩამჩირესა და გალს შორის ადმინისტრაციული საზღვარი ,რომელიც მდინარე ღალიძგაზე მდებარეობს.იქ სოსო ჟღენტი იდგა .ჩვენი მასპინძელი მანქანიდან ჩავიდა და სხვა ოჩამჩირლებს შეერია.ისინი ელაპარაკებოდნენ სოსოს ,ეუბნებოდნენ რომ დავდგეთ ღალიძგაზე და გავამაგროთო აქაურობა ,ვერ შემობედავენო აქეთ.მაგრამ ჟღენტი ამას არ დათანხმდა.
წინ წავიწიეთ გალისკენ,უკვე საცობი იყო.ათეულ ათასობით გალელით გადაჭედილი გზა. ოჩამჩირლებისგან განსხვავებით ,მათ მოასწრეს აბარგება და მისაბმელიანი მანქანებით,ურმებით თუ მარხილებით გადაჰქონდათ ქათამწიწილა თუ ლეიბსაბანი..გალში შესულებს ,გალელებიც გვემატებოდნენ და ჩვენი სახანძროს თავზე იკავებდნენ ადგილებს.ვიღაცამ იარაღი ისროლა და შემთხვევით ერთ ქალს მოხვდა ,ეს ქალიც სახანძროს თავზე მოვათავსეთ. არსად ექიმი არ იყო,ექიმვექილი ყველა გარბოდა. სულ ვფიქრობდი ასე ტაატით რატომ მივდივართ? უკან ,აფხაზები არიან.,არავინ გვიცავს,ნუთუ წინ მიმავალნი ვერ ხვდებიან ,რა საფრთხე გვემუქრება?ამასობაში ის ქალი,ჩვენი მანქანის სახურავზე რომ იწვა ,სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა.მივუახლოვდით ენგურს .ენგურზე ხიდის გადმოღმა ანუ გალის ტერირორიაზე,ქართველების ბლოკპოსტი იყო.
იქ ვნახე ზვიად ძიძიგური პირველად, მივხვდი რომ გალიდან მომავალ კოლონებს სწორედ ეს ბლოკ პოსტი აჩერებდა. ზვიად ძიძიგური და მისი ბიჭები, ხალხს ჩხრეკდნენ,ეძებდნენ იარაღს და კიდევ რაც მოეწონებოდათ. ჯერი ჩვენზე მიდგა. როდესაც აღმოაჩინა რომ კამერებით ვიყავით დაიწყო ჩვენი გინება,,კამერებიდან კასეტები ამოიღო და მიისაკუთრა. ჩემი ხელჩანთისაკენ რომ წაიწია,თავი ვერ შევიკავე და ვუთხარი, აჰა ბატონო და ათვალიერე ჩემი ნიფხვები თქო,ამან გააცეცხლა და ჩანთა უკან დამიბრუნა.
ზუგდიდში შესვლისთანავე მე და მეორე არხის კორესპონდენტი სამართლის საძებნელად პასუხისმგებელ პირს ვეძებდით .ასეთი აღმოჩნდა ვახტანგ ქობალია.მან ყურადღებით მოგვისმინა პატარა გოგონებს და დაგვპირდა ,რომ კასეტებს აუცილებლად დაგვაწევდა გზაში ან თბილისში გამოგვიგზავნიდა. დავუბრუნდით სახანძრო მანქანას და გავაგრძელეთ გზა სენაკისკენ.გზაში დაგვეწია მსუბუქი მანქანა და გაგვაჩერეს,მანქანიდან გადმოვიდა ზვიად ძიძიგური ,ასევე შიარაღებულ პირებთან ერთად. ტელევიზიის ბოზო,ედეპეს ბოზო,ამ სიტყვებით მომიშვირა ავტომატის ლულა და მითხრა ,ახლა დაგხვრეტო. მესროლე ,ვუპასუხე ,მესროლე ,ხვალ მთელი სვანეთი აქ იქნება თქო( ჰოი წმინდაო გულუბრყვილებავ).სვანეთის ხსენებამ იმოქმედა თუ იმან,რომ არ შემშინებია .კასეტებს არ დავაბრუნებო იყვირა და მანქანაში ჩასხდნენ და დაგვტოვეს.
მრავალი წლის მერე ზვიად ძიძიგური ქართული ოცნების ოფისში ვნახე..მივხვდი ,რომ მიცნო.მაშინვე ვუთხარი ,მიცანი? ვერაო ,მიპასუხა ,არადა სახეზე შფოთი ეხატა.1993 წელი, ენგურის ხიდი თქო.არაფერი მიპასუხა .ამასობაში სოზარ სუბარი მოვიდა (მას ველოდებოდი) და კაბინეტში შევყევი. როცა შევარდნაძის დროს დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს, შემეცოდა და ,საერთოდაც იმხელა სტრესი იყო აფხაზეთის ომი,ვცდილობდი ნაკლები მელაპარაკა და ნაკლები გამეხსენებინა.თუმცა მახსოვს ,რომ აწ გარდაცვილ ავთო იოსელიანს ვთხოვე რამოდენიმეჯერ ამ კასეტების თაობაზე და ვერაფერს მივაგენითო ,მითხრა.
ზვიად ძიძიგურო! შენ მაშინ ტელევიზიის შტატგარეშე თანამშრომელი კი არა ,პირველ რიგში ნახევრადმშიერი სტუდენტი გაქურდე,ისტორიული კადრები ააცალე,სად იყო მაშინ ასე კასეტები,და ტელევიზია არც არაფერს გვაძლევდა ,ჩემი სტიპენდიით ვყიდულობდი.
პ.ს. როცა თბილისში ჩავედი,ტელევიზორი ჩავრთე თუ არა, როიტერის გადაღებული კადრები გადიოდა.ენგურის ხიდთან,სწორედ იქ სადაც ძიძიგურის ბლოკპოსტი იყო,ამოტრიალებული ურმები და მიმოყრილი საყოფაცხოვრებო ნივთები. ვინც ვერ გადმოასწრო ,დახოცესო აფხაზებმა !!!.“,-წერს მუსელიანი.