„ერთ პატარა, ბნელ და უჰაერო ოთახში ვცხოვრობ. გარკვეული პრობლემების გამო, სახლი აღარ მქონდა და მერიამ გადმომცა. როცა ცუდად გავხდი, მკურნალობისთვის ამ ოთახის კერძო იპოთეკაში ჩადება მომიწია, იანვრამდე ჩემთვის უზარმაზარი თანხა მაქვს შესაგროვებელი, რათა ეს ერთი ოთახიც არ დავკარგო და ღია ცის ქვეშ არ აღმოვჩნდე. ნაწილი მეგობრებმა გადამიხადეს, მე კი 4500 ლარი რამენაირად უნდა ვიშოვო, მაგრამ არ ვიცი როგორ…
მთელი ცხოვრება შრომასა და ომში გავატარე. სოციალურად დაუცველი ვარ, უმცირესი ქულები მომანიჭეს.
ცოტა ხნის წინ, გულის ურთულესი ოპერაცია ჩამიტარდა, მაგრამ არითმიას მაინც ვერ მიხსნიან. მსგავსი ოპერაცია მთელ ამიერკავკასიაში პირველად გაკეთდა, 14 საათის განმავლობაში მიცვლიდნენ გულის სარქველებს, აორტას, სამი შუნტირება გამიკეთეს და გული რომ ვერ აამუშავეს, მერე აპარატი ჩამიყენეს. ჩემი გული ხელოვნურად ფეთქავს.
მარტო ვცხოვრობ, მეუღლე სამი წლის წინ გარადამეცვალა, მერე მშობლებიც დავკარგე. მყავს გოგო და ბიჭი, ის 14 წლისაა, დახმარება მას ახლა სჭირდება და ვერაფერს ვუკეთებ.
ფაქტობრივად კვერცხზე, კარტოფილსა და ჩაიზე ვარ. სადილებს ვერ ვაკეთებ. ვერც უფასო სასადილოს სერვისით ვსარგებლობ, რადგან პანდემიის გამო, ძალიან მაღალ რისკ-ჯგუფში ვარ, ინფიცირების შემთხვევაში, გადარჩენის შანსი თითქმის არ არის. ამიტომ, გარეთ ვერ გავდივარ…
ჩემი შემოსავალი შშმ პირის პენსია 120 ლარი და ომის ვეტერანების დახმარება 22 ლარია. სხვა არსაიდან შემოსავალი აღარ მაქვს.” – ამბობს გია ბერიძე. გაგრძელება